ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში - „ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში. „ქართული ოცნების" რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას - ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს.
„ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა“,- წერს გიორგი გახარია.