ავტორი:

ცნობილი ქართველები ულამაზესი კაბებით - ვინ ესწრებოდა და ვის რა ეცვა სოფი ლორენის ვაჟის ქართულ ქორწილში იტალიური ელფერით? (ფოტოები)

ცნობილი ქართველები ულამაზესი კაბებით - ვინ ესწრებოდა და ვის რა ეცვა სოფი ლორენის ვაჟის ქართულ ქორწილში იტალიური ელფერით? (ფოტოები)

2025 წლის 26 ივლისს, ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის უფროსმა ვაჟმა, 56 წლის კარლო პონტი უმცროსმა, თავის ქართველ რჩეულს, 34 წლის მარიამ შარმანაშვილს სამუდამო სიყვარული შეჰფიცა.

ქართული ქორწილი იტალიური ელფერით არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო მედიაშიც გაშუქდა.

ქორწინების ცერემონია უძველეს და უწმინდეს ადგილას, მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

  • ქორწილის გამო მონასტერი 40 წუთით სტუმრებისთვის დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, კარლო პონტი უმცროსმა მართლმადიდებლობა მიიღო.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი საყვარელი მეუღლისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამო გადაიდგა. საზეიმო ცერემონიაზე საქმრო ტრადიციულ ქართულ სამოსთან მიახლოებული სტილის ტანისამოსით წარსდგა, პატარძალს კი თეთრი კაბა და გრძელი ფატა ამშვენებდა.

სიყვარულის ისტორია: ერთი კომენტარიდან სამუდამო ფიცამდე

კარლო პონტი უმცროსისა და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია თანამედროვე ზღაპარს მოგვაგონებს. მათი ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაკეთებული ერთი უბრალო კომენტარით დაიწყო, როდესაც ცნობილმა დირიჟორმა გოგონას მიწერა: "თქვენ შესანიშნავი ხართ!“ ამ ერთმა ფრაზამ კი საბოლოოდ დიდ სიყვარულსა და ქორწინებამდე მიიყვანა ისინი.

აღსანიშნავია, რომ როგორც კარლოს, ასევე მარიამს წინა ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ. კარლო პონტი უმცროსი წარსულში უნგრელ მევიოლინე ანდრეა მესაროშზე იყო დაქორწინებული. მარიამი ფიტნეს-ტრენერად მუშაობს, კარლო კი ცნობილი დირიჟორია, რომელმაც მუსიკის სიყვარული ბავშვობიდანვე გაითავისა.

ცნობილი სტუმრები და სოფი ლორენის კურთხევა

საქორწინო წვეულებას ცნობილი ქართველი სახეები უძღვებოდნენ: მომხიბვლელი ლიკა ევგენიძე და დათუნა ალადაშვილი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და პოპულარული ჯგუფი "მგზავრები“, რომლებმაც განსაკუთრებული განწყობა შექმნეს. სტუმრებს შორის იყვნენ ქრისტინე ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად, თაკო ჩხეიძე, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე და სხვა ცნობილი ქართველი ვარსკვლავები.

რაც შეეხება 90 წლის სოფი ლორენს, ცნობილია, რომ ის კარგად იცნობს რძალს. ისინი პირველად მსახიობის 90 წლის იუბილეს აღნიშვნისას, რომში შეხვდნენ ერთმანეთს. სოფი ლორენს, გარდა უფროსი ვაჟის, კარლოსი, რომელიც მამის სახელს ატარებს, ჰყავს კიდევ ერთი ვაჟი – ედოარდო. ორივე ვაჟი ლეგენდარულ კინოპროდიუსერ კარლო პონტისთან ქორწინებიდან შეეძინა.

წაიკითხეთ ასევე: