ავტორი:

"უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა"- პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

"უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა"- პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობითვე, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებებით ა.ბ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.