ავტორი:

ისრაელმა ღაზას ნაწილში "ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა

ისრაელმა ღაზას ნაწილში "ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა

ისრაელმა ღაზას ნაწილში "ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.

"ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე, ისრაელი ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ.