ავტორი:

ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 38-41 გრადუსამდე მომატებაა მოსალოდნელი.

"27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.