„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე განმარტებით, ელდარ [ლუკა] კურტანიძის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.
იხილეთ ასევე: