ავტორი:

“დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

“დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც დამატებითი დეტალებია განმარტებული.

  • უწყების თქმით, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით დაკავებულ კურტანიძეს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

იხილეთ ასევე: