ავტორი:

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი (ფოტოები)

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი (ფოტოები)

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

  • შემთხვევა გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რიდლინგენთან მოხდა. მატარებელში 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზი.

მომხდარს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.