ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. როგორც BBC წერს, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმეთვიანი ჩიხი დასრულდა.
იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმების მიღებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის სტაბილურობას მოუტანს ორივე მოკავშირეს, რომლებიც ერთად გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედს შეადგენენ.