ავტორი:

ირინა შეიკისა და მიკელე მორონეს ცეცხლოვანი კოცნა ნეაპოლის ქუჩებში - რა კადრები გადაიღეს პაპარაცებმა

ირინა შეიკისა და მიკელე მორონეს ცეცხლოვანი კოცნა ნეაპოლის ქუჩებში - რა კადრები გადაიღეს პაპარაცებმა

ირინა შეიკი და მიკელე მორონე ნეაპოლის ქუჩებში გადაიღეს. სუპერმოდელი და მსახიობი პაპარაცებმა მაშინ აღბეჭდეს, როცა ერთმანეთს ჰკოცნიდნენ - ფოტოები Page Six-მა მოიპოვა.

თუმცა ვნებიან კოცნას მხოლოდ პროფესიონალური მიზანი ჰქონდა - წყვილს Dolce & Gabbana-ს რეკლამისთვის იღებენ

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, გადაღება მათთვის საკმაოდ სახალისო პროცესი იყო.

სხვადასხვა დროს ორივე მონაწილეობდა Dolce & Gabbana-ს კამპანიებში, მაგრამ ცალ-ცალკე.

მიკელე მორონეს წარსულშიც ჰქონია აშკარა ქიმია კოლეგებთან. გასულ დეკემბერს, მისი წარმომადგენელი უარყოფდა ჭორებს, თითქოს ის ხვდებოდა ფილმ"Subservience“-ის პარტნიორ მეგან ფოქსს, მას შემდეგ რაც მათი ფლირტის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

ამჟამად მიკელე მორონე თავისუფალია.

რაც შეეხება ირინა შეიკს - Page Six-ის წყაროს თქმით, 2025 წლის თებერვალში მან კვლავ აღადგინა რომანტიკული ურთიერთობა ტომ ბრედთან, რომელსაც წარსულში პერიოდულად ხვდებოდა.