ავტორი:

კარიბის კუნძულებზე სახლის შეძენის შემთხვევაში, ახალ მეპატრონეს პასპორტსა და მოქალაქეობას მიანიჭებენ

კარიბის კუნძულებზე სახლის შეძენის შემთხვევაში, ახალ მეპატრონეს პასპორტსა და მოქალაქეობას მიანიჭებენ

ხუთი კუნძულოვანი სახელმწიფო - ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი და სენტ-ლუსია, სახლის შეძენის სანაცვლოდ ახალ მეპატრონეებს მოქალაქეობას სთავაზობენ.

  • პასპორტის მისაღებად, კარიბის კუნძულებზე მდებარე უძრავ ქონებაში ინვესტიცია 200 000 აშშ დოლარიდან უნდა განახორციელოთ. სანაცვლოდ მიიღებთ პასპორტს, რომელიც მის მფლობელს ვიზის გარეშე 150 ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ევროპის შენგენის ზონაში.

გარდა ამისა, რეგიონის პროგრამა მყიდველებს მოქალაქეობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

ინვესტიციების მიგრაციის ექსპერტების, Henley & Partners-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარიბის ზღვის აუზში მოქალაქეობის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი აშშ-ის მოქალაქეებმა შეიტანეს.

კომპანიის მონაცემებით, აშშ-ის შემდეგ, კუნძულებზე ცხოვრებას უკრაინის, თურქეთის, ნიგერიისა და ჩინეთის მოქალაქეები ცდილობენ.

"მყიდველთა თითქმის 70%-ს ამჟამად მოქალაქეობა სურს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აშშ-ის მოქალაქეა. ფაქტორი აშშ-ში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა“, - განუცხადა უძრავი ქონების აგენტმა ნადია დაისონმა BBC-ს.

წყარო