ავტორი:

4 გარდაცვლილი, 8 დაკარგული, 4400-ზე მეტი ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებები - წყალდიდობა და მეწყერი პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში (ფოტო/ვიდეო)

4 გარდაცვლილი, 8 დაკარგული, 4400-ზე მეტი ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებები - წყალდიდობა და მეწყერი პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში (ფოტო/ვიდეო)

პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც Reuters წერს, ამ დროისთვის კიდევ 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება და კატასტროფების რისკი გაიზრდება.

სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხელისუფლებამ 4400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისათვის ელექტროენერგია 10 000-ზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.

ძლიერი წვიმები გაგრძელდა პეკინის მიუნის გარეუბნის რაიონში, რამაც წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. დაზარალდა სოფლები და ინფრასტრუქტურა.

ჩინურ აპლიკაცია Wechat-ში გავრცელებულ სურათებზე ჩანდა მიუნის ის ადგილები, სადაც მსუბუქი ავტომობილები და სატვირთო მანქანები დატბორილ გზაზე ტივტივებდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: