დაბალი ფასი და მაღალი სანდოობა - ეს ის ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც აშშ-ის საავტომობილო აუქციონებზე ყოველწლიურად მილიონობით მანქანა იყიდება. სხვადასხვა შტატიდან არაერთ ქვეყანაში ხორციელდება ავტომობილების ექსპორტი და რიგ შემთხვევაში რეექსპორტიც. უამრავი ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში ამ პროდუქტს დიდი ადგილი უკავია. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. აშშ-ს აუქციონებიდან, როგორიცაა Copart, IAAI და Manheim წლიდან წლამდე საქართველოში სულ უფრო მეტი ავტომობილი შემოდის.
თეორიულად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ონლაინ დარეგისტრირდეს აუქციონზე და ავტომობილის შეძენა დამოუკიდებლად სცადოს. მაგრამ პრაქტიკაში ეს პროცესი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ არ გაქვთ გამოცდილება და შესაბამისი ინფორმაცია, შეიძლება მარტივად აღმოჩნდეთ მოტყუებული და იმედგაცრუებული, უფრო მეტიც, ფინანსურად დაზარალებულიც კი. სწორედ ამიტომ, გონივრულია ისარგებლოთ შუამავალო კომპანიის მომსახურებით და ზედმეტი რისკი თავიდან აირიდოთ.
კომპანია Carmall უკვე რამდენიმე წელია მომხმარებლებს აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანაში ეხმარება და ამ მიმართულებით ბაზრის სტანდარტიზაციაზეც მუშაობს. კომპანიის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შეიძინოთ ავტომობილი აშშ-ს აუქციონზე შუამავალი კომპანიის გარეშე.

დეტალური ექსპერტიზის ნაკლებობა
რიგითი მომხმარებლისთვის რთულია აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული სურათებისა და ინფორმაციის საფუძველზე ავტომობილის რეალური შეფასება. Carmall-ში თითოეულ მანქანას ამოწმებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ფოტოების დათვალიერებით ზუსტად განსაზღვრავს, რა მდგომარეობაშია მანქანა და რა ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს მას. ზოგიერთი დეტალის გარჩევა გამოცდილი მძღოლისთვისაც რთულია, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი სპეციალისტის ჩართულობა, რომლის საქმიანობაც აუქციონებსა და ავტობაზრობებს უკავშირდება. გამოუცდელი თვალისთვის ავტომობილს შეიძლება მისაღები ვიზუალი ჰქონდეს და ტექნიკურადაც გამართულად მოეჩვენოს, თუმცა პროფესიონალს გამოცდილებიდან გამომდინარე მცირე ხარვეზების აღმოჩენაც შეუძლია.
ტრანსპორტირების სირთულეები
ავტომობილის აშშ-დან საქართველოში ჩამოყვანა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: შიდა ტრანსპორტირებას ტერმინალამდე, საზღვაო გადაზიდვას, პორტში მიღებასა და სხვა ლოგისტიკურ საკითხებს. აშშ-ის აუქციონებზე, მაგალითად, Copart-ზე დარეგისტრირება და ვაჭრობა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუ წინასწარ დეპოზიტს გააკეთებს. თუმცა ფიზიკურ პირს უკვე შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ექმნება სირთულეები. კერძოდ, შენაძენის გაკეთებისთანავე აუქციონი ავტომობილს აკუთვნებს მეპატრონეს, რომელმაც თავად უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება. ეს არ არის Amazon-ის ფორმატის ონლაინ მაღაზია, რომ შენაძენი ადრესატთან თავად გაგზავნონ. თუ მანქანის შეძენის შემდეგ მალევე არ დაიწყებთ მისი ტრანსპორტირების პროცედურებს, დამატებითი ხარჯები დაგეკისრებათ. საბოლოო ჯამში კი მაინც კომპანიისთვის მოგიწევთ მიმართვა, თუმცა უკვე გაზრდილი ხარჯებით და ამასთან დიდია შანსი იმისა, რომ თავად ვერ შეგვერჩია ისეთი ავტომობილი, რომელსაც იმავე ფასში სპეციალისტი მოიძიებდა.
შეცდომების მაღალი რისკი დოკუმენტაციაში
VIN-კოდი არის უნიკალური კოდი, რომელიც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ენიჭება. ის 17 სიმბოლოსგან შედგება და ავტომობილის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. VIN-კოდი სრულ ისტორიას ინახავს, მათ შორის, რამდენი მეპატრონე ჰყავდა, რა სერვისი აქვს მიღებული, რა სიხშირით იცვლებოდა ზეთი, ნაავარიებია თუ არა, აქვს თუ არა ვიზუალური დაზიანება... ამ ინფორმაციის შემოწმება ყველას შეუძლია, თუმცა როგორც გიორგი სოზაშვილი აღნიშნავს, აუქციონზე განთავსებული ინფორმაცია სრულად სანდო არაა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შეძენამდე ექსპერტთა გუნდის ჩართვა. აუქციონზე მითითებულ ინფორმაციას 50/50-ზე შეგვიძლია ვუწოდოთ სანდო. მაგალითად, იქ უბრალოდ მითითებულია, რომ მანქანას წინა ნაწილზე აქვს დაზიანება, დაზიანების დონე კი არაა შეფასებული. ასევე, გარბენს სჭირდება დამატებითი გადამოწმება. უნდა გაარკვიოთ, მანქანას კერძო პირი ყიდის თუ სადაზღვევო კომპანია. როგორც წესი, უკეთესია მანქანა სადაზღვევო კომპანიისგან შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანას ფარული დაზიანება ჰქონდეს ან ინფორმაცია არასწორად იყოს მითითებული.
ხარჯების ზუსტი მენეჯმენტი
Carmall მომხმარებლებს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას სთავაზობს, რომელიც თავიდანვე აცნობს, ჩამოსვლის შემდეგ მანქანის შეკეთება რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. სურვილის შემთხვევაში შეკეთებასაც თავად აორგანიზებს და მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში უკვე გაკეთებული მანქანის გასაღებს აბარებს.
გარანტია
Carmall-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ გარანტიით. ის გულისხმობს ისეთი დეტალების დაზღვევას, რომლის ვიზუალური იდენტიფიცირებაც არ ხდება. შეიძლება ვიზუალურად მოგეწონოთ მანქანა, ისტორიაც დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ ვერ გაიგოთ, როგორია მისი გადაცემათა კოლოფი. ეს აუქციონის „შავი მხარეა“ და სწორედ ამიტომ სჭირდება მომხმარებელს გარკვეული გარანტია. კომპანიის გარანტიის ფარგლებში, დაახლოებით 100$-ად მომხმარებელი სამი ძვირადღირებული დეტალის: ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ავტომობილის ხიდის გარანტიას იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მხოლოდ Carmall-ს აქვს ელექტრომობილებზე ელემენტის დაზღვევა. ელექტრომობილებში ყველაზე ძვირადღირებული დეტალი ელემენტია. მაგალითად, თუ Tesla ღირს 15 000$, ელემენტის ფასი - 10 000$-ია. შესაბამისად, ეს შეთავაზება მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
NS