ავტორი:

ტაილანდში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტაილანდში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სროლის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთა შორის ოთხი დაცვის თანამშრომელი და ერთი ქალია. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის თავად თავდამსხმელიც.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„პოლიცია დანაშაულის მოტივს იძიებს. ამ დროისთვის ეს მასობრივი სროლაა“, - განუცხადა AFP-ს ბანგკოკის ბანგ სუეს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვორაპატ სუკთაიმ.

მისი თქმით, ეჭვმიტანილმა სროლის შემდეგ თავი მოიკლა და პოლიცია მის ვინაობას იკვლევს და ასევე იძიებს „ნებისმიერ შესაძლო კავშირს“ ტაილანდსა და კამბოჯას შორის მიმდინარე სასაზღვრო შეტაკებებთან.

ერავანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, რომელიც ბანგკოკის საავადმყოფოებს ზედამხედველობს, შეიარაღებულმა პირმა მოკლა 4 დაცვის თანამშრომელი და 2 პირი, რომელიც იმ დროს ბაზარში იმყოფებოდა. ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და ადგილობრივ საკვებს ყიდდნენ.

წყარო