ავტორი:

SPF 15, 30, 50 - რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი მზისგან დამცავი ფაქტორი რა შემთხვევაშია უკეთესი?

SPF 15, 30, 50 - რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი მზისგან დამცავი ფაქტორი რა შემთხვევაშია უკეთესი?

მზისგან დამცავი ფაქტორი ჩვენი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც გვიცავს UV სხივებისგან, შესაბამისად, ანელებს დაბერების პროცესს, ამცირებს კიბოს (მათ შორის მელანომას) განვითარების რისკს, გვიცავს პიგმენტაციისგან და გვეხმარება ზოგადად კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

დერმატოლოგები განმარტავენ, რომ მზის სხივებმა და კონკრეტულად გარუჯვამ შეიძლება კანი იმდენად სერიოზულად დააზიანოს, რომ წლების შემდეგ გამოვლინდეს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა მაგალითად, კანის პიგმენტაცია, რომ არაფერი ვთქვათ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება მართვა.

მზისგან დამცავი ფაქტორის გამოყენება აუცილებელია ნებისმიერ პირობებში, სანაპიროზე, მთაში, ქალაქში და შენობაშიც კი, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში არ ვტოვებდეთ ოთახს. ზაფხულში მისი გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუნდაც გარუჯვას ვგეგმავდეთ. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ხარისხის ნამზეური უკვე კანის დაზიანებას ნიშნავს, შესაბამისად, უსაფრთხო რუჯი არ არსებობს.

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა გართულებისა თუ ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში კი მზის სხივებმა შეიძლება მათი პროვოცირება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ SPF აღნიშნულისგან 100%-ით ვერ გვიცავს, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მზის სხივების ზემოქმედება ჩვენზე და დამწვრობა და სხვა გართულებები აგვარიდოს თავიდან.

რაც უფრო მაღალია მზისგან დამცავი ფაქტორი, მით უფრო ხანგრძლივად და უკეთ გვიცავს ის:

  • SPF 15 93%-ით ბლოკავს UVB სხივებს;
  • SPF 30 97%-ით;
  • SPF 50 98%-ით;
  • SPF 100 კი - 99%-ით.

თუ დღის სანაპიროზე გატარებას ვგეგმავთ, დამწვრობისა და სხვა გართულებების პრევენციისთვის უმჯობესია, მაღალი SPF გამოვიყენოთ. რეკომენდებულია 30-დან ზემოთ, თუმცა SPF50 და SPF 100 საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. სანაპიროზე ყოფნისას მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მზის სათვალე და ქუდიც. ასევე, დროის უმეტესი ნაწილი გავატაროთ ქოლგის ქვეშ, თუმცა გვახსოვდეს, რომ ის UV სხივების მავნე ზემოქმედებისგან ეფექტიანად ვერ გვიცავს. სანაპიროს ქოლგას მხოლოდ 3-დან 10-მდე დაცვის ფაქტორი აქვს.

SPF-ის მოხმარების წესები:

  • ეფექტური დაცვისთვის მზისგან დამცავი საშუალება უნდა დავიტანოთ უხვი რაოდენობით;
  • სანაპიროზე ან აუზზე ყოფნის შემთხვევაში განვიახლოთ ყოველ 2 საათში და წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ.

მზისგან დამცავი საშუალებები „კანის მაშველებია“, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ბევრ უსიამოვნო პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

გთავაზობთ 3 კანის მაშველს, რომელსაც უსაფრთხო ფორმულა აქვს, შემოწმებულია დერმატოლოგიურად და იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე სანაპიროზე გამოსაყენებლად:

პოლონური დერმატოლოგიური ბრენდის „ფარმაცერისის“ ეს მზისგან დამცავი ეფექტურად ფილტრავს UVA/UVB სხივებს, რეკომენდებულია ნაზი, მგრძნობიარე კანისთვის, რომელსაც სჭირდება მაღალი ინტენსივობის დაცვა.

ლოსიონი უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან 98%-ზე მეტ დაცვას და ამცირებს ჰიპერპიგმენტაციის რისკს. მასში შემავალი ვიტამინი E და ალანტოინი ამშვიდებს და აჩქარებს კანის აღდგენის პროცესებს. არის წყალგამძლე, მარტივად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან ფენას კანზე.

ესპანური ბრენდის მარტიდერმის მზისგან დამცავი სპრეი სხეულისთვის კანის მოვლის ენთუზიასტთა ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. მისი მსუბუქი ტექსტურა იდეალურია ზაფხულის სიცხეში, აძლიერებს და ახანგრძლივებს გარუჯვას, ააქტიურებს კანის ბუნებრივ დაცვას, ხდის ბზინვარეს და უზრუნველყოფს თანაბარ რუჯს აქტიური ინგრედიენტის Melanin Active-ის წყალობით.

ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის SVR-ის მზისგან დამცავი სახის კრემი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, აქვს ნაზი არომატი, მსუბუქი ტექსტურა, სწრაფად და მარტივად შეიწოვება კანში.

პროდუქტი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის მოზარდებსა და ზრდასრულებში.

R