“თუ მე წავაგებ ილია თოფურიას 500 000 დოლარს მივცემ, თუ ის წააგებს - მოუწევს მე მომცეს 500 000 დოლარი...“ - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა განაცხადა.
ცარუკიანმა ნახევარი მილიონი დოლარის ფსონის შესახებ მაიკ პერისთან პოდკასტში ისაუბრა.
“ილიასთვის ეს წვრილმანია...
მსოფლიოში ყველაზე იოლი ფსონია ილიასთვის...
მისთვის ეს თანხა იგივეა, რაც 20 დოლარი..."
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან უარი განაცხადა არმან ცარუკიანთან ბრძოლაზე. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, თოფურიამ განაცხადა, რომ მისი მომავალი მეტოქეები სავარაუდოდ ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იქნებიან.