ავტორი:

არქეოლოგებმა იშვიათი, 4000 წლის წინანდელი, ეგვიპტური ხელის ანაბეჭდი აღმოაჩინეს - ვის ეკუთვნის ის?

არქეოლოგებმა იშვიათი, 4000 წლის წინანდელი, ეგვიპტური ხელის ანაბეჭდი აღმოაჩინეს - ვის ეკუთვნის ის?

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა უძველეს ეგვიპტურ სამარხში 4000 წლის წინანდელი ხელის ანაბეჭდი აღმოაჩინეს.

არქეოლოგებმა ის თიხისგან აგებული შენობის მოდელის შესწავლისას იპოვეს. ამგვარი შენობები - ე.წ. სულების სახლები, როგორც წესი, სამარხებში გვხვდება.

მუზეუმის კურატორმა ჰელენ სტრადვიკმა განაცხადა, რომ სრული ხელის ანაბეჭდი, რომელიც ძვ.წ. 2055-დან 1650 წლამდე თარიღდება,"იშვიათი და საინტერესო“ აღმოჩენაა.

  • აღმოჩენა ფიცვილიამის მუზეუმში, 3 ოქტომბერს გამოიფინება.

“სულების სახლის" ქვეშ სრული ხელის ანაბეჭდის პოვნა ძალიან იშვიათი და საინტერესოა.

სავარაუდოდ, ეს ხელოსნის ხელის ანაბეჭდია, რომელიც ჭურჭელს თიხის გაშრობამდე შეეხო. მე აქამდე არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი ხელის ანაბეჭდი ეგვიპტურ ობიექტზე“, - განაცხადა მუზეუმის უფროსმა ეგვიპტოლოგმა, ქალბატონმა სტრადვიკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში კერამიკა ფართოდ გამოიყენებოდა და უამრავი ნივთია შემორჩენილი, შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი თავად ხელოსნების შესახებ.

ნივთის ანალიზმა აჩვენა, რომ მეთუნემ, რომელმაც ის დაამზადა, ჯერ ხის ჯოხებისგან შექმნა ჩარჩო, შემდეგ კი თიხით დაფარა, რათა შეექმნა ორსართულიანი სტრუქტურა.

წყარო

იხილეთ ასევე: