ავტორი:

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა - ცნობილია მათი ვინაობა

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა - ცნობილია მათი ვინაობა

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.

უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ:

  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,

  • მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,

  • მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,

  • მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,

  • პროკურორ მარი მეშველიანს,

  • პროკურორ ნათია ტატიაშვილს,

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,

  • პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,

  • პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,

  • ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.

საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.