ავტორი:

ართურ კონან დოილის ახალი ხუთტომეულის პირველი ტომი სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი - რითია  განსაკუთრებული ეს გამოცემა

ართურ კონან დოილის ახალი ხუთტომეულის პირველი ტომი სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი - რითია  განსაკუთრებული ეს გამოცემა

გამომცემლობა „პალიტრა L-ს” თავისი მკითხველისთვის და დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვს: დღეიდან, 28 ივლისიდან, ართურ კონან დოილის ლეგენდარული ხუთტომეულის პირველი ტომი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ ქსელში.

შერლოკ ჰოლმსის სრული კრებულის პირველი ტომი, ერთი კვირის განმავლობაში, შეგეძლებათ შეიძინოთ სპეციალურ ფასად — 17 ლარის ნაცვლად მხოლოდ 10 ლარად!

ქართველი მკითხველისთვის შერლოკ ჰოლმსი უკვე წლებია ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, თუმცა ეს ხუთტომეული მას ახლებურად გააცოცხლებს. ტომეულის განსაკუთრებულობა მისი „კანონიკურობაა“ - კრებული მოიცავს ყველა ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც თავად ართურ კონან დოილმა დაწერა — 4 რომანი და 56 მოთხრობა, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის დალაგებული.

რა დაგხვდებათ ხუთტომეულში?

  • I ტომი: რომანი „ალისფერი კვალი“ და კრებული „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
  • II ტომი: „ოთხთა ნიშანი“ და „შერლოკ ჰოლმსის მოგონებები“ (11 მოთხრობა)
  • III ტომი: „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“ — 13 მოთხრობა
  • IV ტომი: რომანი „ბასკერვილების ძაღლი“ და კრებული „უკანასკნელი თავის დაკვრა“
  • V ტომი: „შიშის ველი“ და ახალი თარგმანებით წარმოდგენილი „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივის“ მოთხრობები

ხუთტომეული აერთიანებს ყველა ავთენტურ ტექსტს, უშუალოდ მწერლის ავტორობით. მოთხრობები დახარისხებულია დროის მიხედვით — ეს ჰოლმსის ცხოვრების დინამიკას უკეთესად წარმოაჩენს. ახალი თარგმანები მაქსიმალურად ახლოს დგას ორიგინალ ინგლისურ ტექსტებთან და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით.

შეიძინეთ 28 ივლისიდან – მხოლოდ 10 ლარად!

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები თქვენს ბიბლიოთეკაში — კლასიკა, რომელიც არ ბერდება.

R