სამშაბათს, ცენტრალური კალიფორნიის სანაპიროსთან, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩავარდა ,დაიღუპა სამი ადამიანი ,ინციდენტს რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა, მათი მონათხრობის მიხედვით თვითმფრინავი, დაახლოებით, 30 წამის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე წრიულად მოძრაობდა, რის შემდეგაც “ბიძგის მაგვარი“ ხმა გაიგონეს, მოგვიანებით გამოქვეყნებულ კადრებში, კარგად ჩანს სანაპიროზე მიმოფანტული ნამსხვრევები.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებთან ერთად, სამძებრო ოპერაციაში სანაპირო დაცვის კატარღები და ვერტმფრენები ჩაერთნენ. ძიების პროცესი 13 საათი მიმდინარეობდა და დაახლოებით 100 კვადრატული მილი ფართობი მოიცვა თუმცა ადამიანების გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა მხოლოდ მათ ცხედრებს მიაკვლიეს.
ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.