ყველასთვის ცნობილი ჩინეთის ბუდისტური მონასტრის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელ WeChat-ზე კვირას განცხადება გამოაქვეყნეს, სადავ იუწყებიან, რომ მონასტრის წინამძღვრის, ში იუნსინის მიმართ გამოძიებაა. მას მონასტრისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება და გაფლანგვა, ასევე ბუდისტური მცნებების საწინააღმდეგოდ, მრავალ ქალთან თანაცხოვრება და ქორწინების გარეშე შვილების ყოლა ედება ბრალად.
1500 - წლის ისტორიის მქონე შაოლინის მონასტერი, რომელიც მსოფლიოში ჰონგ-კონგსა და ამერიკაში გადაღებული ბოევიკების მეშვეობით გახდა ცნობილი, ასევე კუნგ-ფუს სამშობლოდაც ითვლება. მონასტერი ცენტრალურ ჩინეთში, ჰენანის პროვინციის მთებში მდებარეობს და ყოველწლიურად როგორც ჩინეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ათასობით ახალ ბერს სტუმრობს.

თავად ში იუნსინი შაოლინის მონასტერს 1999 წელიდან ხელმძღვანელობს. სწორედ მან მოახერხა მონასტრის დიდება წარმატებულ კომერციულ პროექტად გადაექცია. მისი თაოსნობით შეიქმნა ბერების დასი, რომლებიც მთელ მსოფლიოში ტურნეებზე კუნგ-ფუს შოუებს აწყობდნენ, მონასტერმა გახსნა სკოლები ჩინეთის ფარგლებს გარეთ და დააარსა ათეულობით კომპანია მსოფლიო მასშტაბით.
ათი წლის წინ შის იგივე ბრალდებები წაუყენეს, რაც ახლა - გაფლანგვა, კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღება და უკანონო შვილების ყოლა, თუმცა მაშინ ყველა ბრალდება მოეხსნა.