ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც, სამი სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
ტიშის ცნობით, ეჭვმიტანილი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.
"მას ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მოტივზე გამოძიება მიმდინარებს და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილი“, - განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა.