ავტორი:

სტიქია რუმინეთში - წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია ასობით მოსახლე (ფოტო)

სტიქია რუმინეთში - წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია ასობით მოსახლე (ფოტო)

რუმინეთში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 25 სოფელი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ძლიერ წყალდიდობას 66 წლის მამაკაცი და 83 და 85 წლის ქალბატონები ემსხვერპლა.

გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც გზები და ხიდები დაზიანდა.

წყარო

იხილეთ ასევე: