გაზაფხულზე მთელი მსოფლიო მოიცვა 20 წლის მარია კოვალჩუკის ამბავმა - დასახიჩრებული უკრაინელი მოდელი, სერიოზული დაზიანებებით, დუბაიში, გზის პირას იპოვეს. ცოტა ხნის წინ, მან ქსენია სობჩაკს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოძალადეების სახელები დაასახელა.
ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა მარია კოვალჩუკთან, რომელიც უმძიმესი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას ნორვეგიაში გადის და ცდილობს ცხოვრება ნულიდან დაიწყოს.
მოდელმა სობჩაკს უამბო, რომ ის მსხვერპლი გახდა დიდი ფულისა და სერიოზული კავშირების მქონე "მშობლების შვილების“. "ოთახიდან თავის დაღწევა ვცადე, რომ დახმარება მეთხოვა. მათ დაშინება და მინების მსხვრევა დაიწყეს. იმ მომენტში სასტუმროს ხალათით ვიყავი“, - თქვა დაზარალებულმა.
მარიამ დუმილი დაარღვია და დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც მას აწამებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი ბიზნესმენ ოლეგ პაპაზოვის ვაჟი, არტიომი იყო, ხოლო მის დაშინებასა და წამებაში მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ.
19 წლის ალექსანდრა, რუსი ბიზნესმენის, ანტონ მერცალოვის ქალიშვილი, ერთ-ერთი იყო მარიაზე მოძალადეებს შორის, თუმცა გოგონა მის მიმართ ყველა ბრალდებას უარყოფს. თავის გასამართლებლად, მან გადაწყვიტა მოეყოლა სასტუმროს ნომრის დახურულ კარს მიღმა მომხდარის საკუთარი ვერსია.

ალექსანდრას აზრით, მისი სახელი აგრესორთა სიაში უბრალოდ არ მოხვედრილა. გოგონა დარწმუნებულია, რომ მარიას ანგარება ამოძრავებს.
"ინფორმაცია არასანდოა. თითქმის ყველაფერი, რასაც ის ამბობს, სრული სისულელეა. მე არაფერ შუაში ვარ. იცით, ცილისწამებისთვის რა სასჯელია? მაგრამ, როგორც ჩანს, არ ეშინია. არ ვიცოდი, რით იყო ეს გოგონა დუბაიში დაკავებული. რომ მცოდნოდა, არ გავიცნობდი. ერთს ვიტყვი: არსებობს ყველა მტკიცებულება და ფაქტი, რომ არავის მისთვის ხელი არ უხლია. მის რეპუტაცია დასრულებულია, მის დედას უნდა "გაათეთროს“ მისი იმიჯი. თანაც, სხვების ლანძღვით. მას მამაჩემისგან ფული უნდოდა, რადგან იცოდა, რომ მდიდარია“, - ამბობს ალექსანდრა.
ის ამბობს, რომ კოვალჩუკმა ქსენიას ისტორიის მრავალი დეტალი არ გაუმჟღავნა.
"არსებობს ამ საქმის გამოძიების ანგარიში. მისი ასლი მარია კოვალჩუკის დედასთან ინახება. ეს ქალი ასლებს ყველა მონაწილეს უგზავნიდა. მაგრამ სობჩაკთან ინტერვიუში მან განზრახ დამალა ყველაზე არსებითი ფაქტები, რის გამოც გამოძიებისთვის აშკარა გახდა, რომ არავინ იყო მისი ქალიშვილის დაზიანებებთან კავშირში. მისი თქმით, მარია ოთახიდან 21:15 საათზე გავიდა. რატომ არ მიმართა სასტუმროდან გასვლისას რეგისტრატურასა და დაცვას? ეს ხომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა“, - ამბობს მერცალოვა.
ალექსანდრას თქმით, მარიას მონათხრობში ბევრი შეუსაბამობაა. "ის ქუჩაში მარტო გავიდა, და არავინ გასულა მასთან ერთად. ესეც ჩაწერილია ოთახის კამერებზე და ლიფტებში. სამშენებლო მოედანზე კი ის 02:09 საათზე აღმოჩნდა, ხუთი საათის შემდეგ. ფაქტს ადასტურებს დაცვის ორი თანამშრომლის ჩვენება, რომლებიც მას მოედნიდან აგდებდნენ და აკრძალვის მიუხედავად, დაზარალებული მაინც ცდილობს შესვლას. მარია მაინც შედის მოედანზე, დაცვის თანამშრომლები კი ეძებდნენ გასაგდებად. სად იყო ის ხუთი საათი? რაზეც ის პასუხობს: "არ მახსოვს“, - ამბობს წვეულების მონაწილე.

მერცალოვა მიიჩნევს, რომ კოვალჩუკს ყურადღების მიქცევა და შექმნილი სიტუაციიდან სარგებლის მიღება უნდოდა. და დაზიანებებისა და ცემის ამბავი მოიგონა, რათა სარგებელი მიეღო - ახლა მასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.
"ცრუ ბრალდებებით სასამართლოში წასვლა საჭირო არ არის. საჭიროა სკანდალი, ნახვები და მოწონებები. ამიტომაც მარიას დედამ დუბაიში არაფერი თქვა, სადაც ცილისწამებისთვის მკაცრი სასჯელია. გოგონა ჰყვება, რომ სტუმრობიდან მესამე დღეს მარიამ ისტერიკა მოაწყო, ამბობდა, რომ შინაგან სიცარიელეს გრძნობდა, ყველაფერი მოჰბეზრდა, რომ მას ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ.
მარია აივნის მოაჯირზე გადაძვრა და გადახტომას აპირებდა. როდესაც მან ბოლოს და ბოლოს დატოვა ოთახი, ყველა დამშვიდდა. ეგონათ, დაბრუნდებოდა, რადგან ნივთები და დოკუმენტები ოთახში დარჩა. მარიამ თან მხოლოდ ტელეფონი წაიღო. ხუთი საათის განმავლობაში არც დედამისს, არც პოლიციას, არც ერთ მეგობარს არ მიმართა დახმარებისთვის, არავის მიწერა და არც დაურეკავს. აქ ბევრი, ერთი შეხედვით, წვრილმანია, რომლებიც გამომძიებლებმა შეისწავლეს, ხოლო სობჩაკთან ინტერვიუში ისინი ამაზე არ საუბრობენ “, - ამტკიცებს რუსი მილიონერის ქალიშვილი.
წაიკითხეთ ასევე: