მას შემდეგ, რაც რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ძლიერი ცუნამი მოჰყვა, დამანგრეველი საფრთხის ქვეშ არის მილიონობით ამერიკელი.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Truth Social გვერდზე ამერიკელებს მოუწოდა „იყვნენ ძლიერები და უსაფრთხოდ დარჩნენ“.
მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა ჯოშ გრინმა საგანგებო ბრძანებას ხელი მოაწერა, დაცარიელდა ჰავაის სუპერმარკეტები - მოსახლეობა პანიკურად ყიდულობს წყალს და საკვებს.
„ვლოცულობთ, რომ არ დავკარგოთ საყვარელი ადამიანები. არ გახვიდეთ გარეთ, სანამ უსაფრთხოებას არ დაადასტურებენ“. “, - განაცხადა გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასევე ჩანს საცობები ჰონოლულუს გზატკეცილებზე, მცხოვრებლები შედარებით მაღალ ადგილებში გადასვლას ცდილობენ.
ჰავაიზე, მოსალოდნელი ცუნამის გამო ჰილოს საერთაშორისო აეროპორტში კომერციული რეისებიც შეჩერდა, ხოლო ვაშინგტონის შტატში პლაჟები დაიკეტა.
გუამის ოფიციალურმა პირებმა ასევე მოუწოდეს მაცხოვრებლებს პლაჟებისა და ნავსადგურების ევაკუაციისკენ, ხოლო ეკვადორმა ევაკუაციის ბრძანებები გასცა.
მეტეოროლოგმა მეთიუ კაპუჩიმ ასევე მოუწოდა ამერიკელებს, „მზად იყვნენ ვერტიკალური ევაკუაციისთვის“.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, კამჩატკაზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდა იყო. ეს არის მეექვსე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი ქვეყანაში დაფიქსირებულა.
კამჩატკა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანის რგოლზე მდებარეობს. ეს არის გეოლოგიურად აქტიური რეგიონი, რომელიც მიდრეკილია ძლიერი მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევებისკენ.
ასევე, ითვლება, რომ ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მთელ პლანეტაზე ბოლო 14 წლის განმავლობაში მოხდა: ისტორიის განმავლობაში 9.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რის შედეგადაც 19,747 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება.
რუსეთში, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა - პეტროპავლოვსკში ჩამოინგრა საბავშვო ბაღი, ხოლო ცუნამის ტალღებმა პეტროპავლოვსკ-კამჩატკას მიაღწია.
„სამწუხაროდ, სეისმური აქტივობის შედეგად არის მსხვერპლი. ზოგიერთი გაქცევისას დაშავდა, ხოლო ერთი ფანჯრიდან გადახტა. აეროპორტის ახალ ტერმინალში დაშავდა ერთი ქალი“, - განუცხადა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ მელნიკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალმაც განაცხადა, რომ მიწისძვრა ძალიან ძლიერი იყო.
რუსეთის შემდეგ, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, სადაც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
პირდაპირი ეთერი ჰავაიდან:
იხილეთ ასევე: