თბილისში რთულად თუ იპოვით ადგილს, რომელიც ერთდროულად განტვირთვას, გართობას და ექსკლუზიურ გამოცდილებას აერთიანებს. თუმცა მაინც არის ერთი სივრცე, რომელიც თავს საზღვარგარეთ, ცნობილ სპა კურორტზე გაგრძნობინებთ.
გაგიზიარებთ 3 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ამ ადგილს და რატომ ვერ დაივიწყებთ აქ გატარებულ დროს.
ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი ტობოგანი

ამ სივრცეში სტუმრობისას, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ და სასიამოვნოდ აგაფორიაქებთ, ტობოგანებია. ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით, რომელიც ექსტრემის საოცარ განცდას მოგანიჭებთ. წყალში დაშვებისას სრულიად სხვა განზომილებაში აღმოჩნდებით და დაივიწყებთ სტრესს, რაც ატრაქციონზე ასვლამდე გაწუხებდათ. მასშტაბური ტობოგანი განსაკუთრებულობის განცდასაც მოგანიჭებთ. ექსტრემის ასეთი დოზა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოცადოთ?
ადგილზე მოხარშული ლუდი, რომელსაც ბარ-აუზში დალევთ

ზიხართ წყალში განთავსებულ ბარის სკამზე, მზე სასიამოვნოდ გაცხუნებთ, უკან სარელაქსაციო აუზია, წინ კი ბარის ფანჯარა, სადაც ადგილზე მოხარშულ, ცივ ლუდს უკვეთავთ და აუზშივე აგემოვნებთ. ალბათ, რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო. აღნიშნული ლუდი მასობრივად არ იწარმოება, მაღაზიებში არ იყიდება და ეს სტუმრებს ექსკლუზიურობის კიდევ უფრო მეტ განცდას ანიჭებს. მისი გემოვნური თვისებები კი აუზისა და მზის განწყობას იდეალურად ერგება.
ქაფის შოუ, რომელიც სხვაგან ვერ ნახავთ

ყოველ ხუთშაბათსა და კვირას 16:00 საათიდან შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ქაფის შოუში, რომლის მსგავსიც, ალბათ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და კრუიზის გემებზე გაქვთ ნანახი. ქაფი, რომელიც არასდროს თავდება, ფონად კი DJ-ის რიტმული მუსიკა, ეს მართლაც დიდი მხიარულებაა, რომელიც რამდენიმე საათით თბილისური რეალობის მიღმა აღმოგაჩენთ.
თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ ეს ყველაფერი თბილისში ხდება, მაშინ გეტყვით, რომ სამივე აღმოჩენას „ჯინოში“, შუაგულ თბილისში გააკეთებთ. მას ხშირად უწოდებენ „კურორტს თბილისში“, რადგან ფეხის შებიჯებისთანავე გიჩნდებათ განცდა, რომ ქალაქის ხმაური და ქუჩები თქვენს უკან, შორს დარჩა. აქ თითოეული დეტალი გათვლილია იმაზე, რომ ყველა ვიზიტორმა უნიკალური გამოცდილება მიიღოს.
„ჯინო“, თავის მხრივ, აკვაპარკსა და სპა სივრცეს აერთიანებს. სპა და ველნესი მოიცავს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს, საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, აკვაპარკის ღია და დახურულ სივრცეებს. აკვაპარკის ტერიტორიაზე კი დაგხვდებათ: ტალღოვანი აუზი, აუზი - ველური მდინარე, გარე საბავშვო სივრცე საბავშვო ტობოგანითა და სასრიალოებით, პანორამა აუზი - ბარით, ბავშვთა წყლის პარკი სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, სარელაქსაციო აუზი სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31-მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით.

„ჯინოში“ სტუმრობა ყოველდღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდეა შესაძლებელი. თქვენი სურვილებიდან გამომდინარე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც აკვაპარკის ვებგვერდზე გაეცნობით.
R