წარმოიდგინეთ, რომ თანხა სწრაფად გჭირდებათ, რომელიმე ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში კი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მიდიხართ.
რამდენიმე კვირის წინ ეს შეიძლება თავსატეხი ყოფილიყო, თუმცა ახლა - აღარ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტმა“ თავის მომხმარებელს სრულიად ახალი, მოქნილი და ციფრული სერვისი შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც, თუკი „ევროკრედიტის“ სესხით უკვე სარგებლობ, თანხის დამატება პირდაპირ ვებგვერდიდან ზუსტად 5 წუთში შეგიძლია!
ჩვენ ვესაუბრეთ „ევროკრედიტის“ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ამ სერვისით უკვე ისარგებლეს და ვთხოვეთ მათ, დაესახელებინათ ის მიზეზები, რის გამოც ისარგებლეს ამ სერვისით.
გიორგი ბაზაძე გვიყვება, რომ თანხა სწრაფად მის მეგობარს დასჭირდა.
„ჩემი ძმაკაცი აპირებდა შეყვარებულისთვის ხელის თხოვნას, თუმცა რადგან გოგო რამდენიმე კვირით ევროპაში მიდიოდა სამოგზაუროდ, ხელფასამდე დრო არ იცდიდა. მე „ევროკრედიტის“ ავტოსესხით უკვე ვსარგებლობდი და ვიცოდი, რომ თანხის დამატება ონლაინ შემეძლო. სანამ ჩემმა ძმაკაცმა თავის შეყვარებულს შეხვედრა დაუთქვა, მე სესხი ტელეფონით უკვე აღებული მქონდა და თანხაც - ჩარიცხული“, გვიყვება გიორგი.
ნინო დაბრუნდაშვილს კი ფული სწრაფად კონცერტისთვის დასჭირდა. სამეგობრო სამოგზაუროდ და ერთ-ერთი ბენდის კონცერტზე დასწრებას გეგმავდა, ნინოს კი ამ თავგადასავლის გამოტოვება სულაც არ უნდოდა.
„სულ თავიდან ავტოსესხი განუბაჟებელი ავტომობილისთვის ავიღე, რადგან მხოლოდ თქვენი კომპანია გასცემდა ამ ტიპის სესხს მაშინ. რადგან მომსახურებით და პირობებით კმაყოფილი ვიყავი, ბევრი აღარ მიფიქრია და თანხა სწრაფად და მარტივად დავიმატე პირდაპირ ჩემს ანგარიშზე“, გვიზიარებს თავის ამბავს ნინო.
ავტოსესხი ზუსტად 5 წუთში
2025 წლიდან ქართულ ბაზარზე ევროკრედიტი უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფილიალებითა და მომსახურების კლასიკური ფორმით.
„ეს პროდუქტი საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებელს მოვემსახუროთ იქაც, სადაც ფილიალი ჯერ არ გვაქვს, რაც ჩვენს სერვისებსა და პროდუქტებს უფრო მოქნილსა და მარტივს ხდის“ _ გვიყვება კომპანიის საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე.
ეს სერვისი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც ჰყავს ავტომობილი და სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსი სწრაფად, ფიზიკურ ადგილას მისვლის გარეშე. პროცესი არ გრძელდება 5 წუთზე მეტხანს.
სწორედ ასეთ რეალობას გვთავაზობს ევროკრედიტი, კომპანია, რომელმაც ტრადიციული ფინანსური სერვისებიდან ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისკენ გადადგა ნაბიჯი და საკუთარ მომხმარებელს სრულიად ახალი ციფრული გამოცდილება გაუზიარა.
მომავლის ხედვა: ლიდერობა ციფრულ ავტოსესხებში
ევროკრედიტი მხოლოდ მიკროსაფინანსო სერვისებით აღარ შემოიფარგლება. ის ქმნის პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს კომფორტს, თავისუფლებას და მოქნილობას სთავაზობს - ზუსტად იმას, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება.
თუ გსურს ფინანსური გადაწყვეტილებები იქ, სადაც ხარ: სახლში, ოფისსა თუ გზად - ევროკრედიტი უკვე მზადაა ამისთვის. ფინტექიზაცია საქართველოში რეალობა ხდება, და ეს რეალობა მხოლოდ 5 წუთში შეგიძლია შენც გამოსცადო.
R