ავტორი:

"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - ხათუნა მიქაცაძე

"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - ხათუნა მიქაცაძე

“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის ყოფილმა ცოლმა ხათუნა მიქაცაძემ გადაცემა “რეაქციაში“, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლუკა კურტანიძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან სამწუხაროა ვითარების ასე შემობრუნება.

“სირცხვილი არ არის, რომ ძალადობაზე ისაუბრო. სირცხვილი არის იყო მოძალადე. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ეს სიტყვები იქნება დასაწყისი, რომ ყველა ძალადობის ქვეშ მყოფმა ქალმა დაძლიოს შიში და ეს შიში აქციოს საკუთარ ძალად...“ - აღნიშნა მიქაცაძემ საუბრისას.

  • მისი თქმით, მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ განსაკუთრებულად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხათუნა მიქაცაძემ ლუკა კურტანიძის სოციალურად დაუცველ შვილებს მისი ქონების გარკვეული ნაწილი აჩუქა, რადგან მათ საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ.

“ვიცი, რომ მას შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ადამიანურად ძალიან მიჭირს და ძალიან რთულია ჩემთვის ამისი მოსმენა. წლებია ვიცნობდი მის მშობელ დედას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. დღემდე ურთიერთობა მაქვს მის დასთან რომელიც ძალიან მიყვარს. ერთგვარი დანაშაულის განცდა მაქვს რომ ისინი დღეს ნერვიულობენ და მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩემს გამო. წლების წინ სწორედ ამიტომ არ ვამბობდი არაფერს...

წლების განმავლობაში ვცდილობდი, შემენარჩუნებინა საქართველოსთვის ჩემპიონი ელდარის, მისი შვილებისთვის შემენარჩუნებინა, ღირსეული მამის სახელი, რომლისაც არ შერცხვებოდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ელდარი საუბრობს, რომ ჰყავს ერთი მეუღლე, რომელსაც დაშორდა და მეორე მე ვარ - სრული სიცრუეა.

მამა, რომელიც პირდაპირ ეთერშიც კი არ აღიარებს საკუთარ ორ შვილს, ანგელოზებივით ბავშვებს, ეს კიდევ ერთგვარი მოტივატორი გახდა ჩემთვის კიდევ, რომ მასზე მესაუბრა ხმამაღლა. ის არ საუბრობს შვილებზე, რომლებიც დღეს არიან სოციალურად დაუცველები. ყველა სიტყვაში ელდარ კურტანიძე საუბრობს იმაზე, რომ მე წავართვი მას რაღაც, რომელიც მისი შვილებისაა.

მე სულ აგრესიული და მოძალადე ელდარ კურტანიძე მახსოვს, მაგრამ გაცილებით აგრესიული გახდა მას შემდეგ, როდესაც ელდარის სოციალურად დაუცველ შვილებს, ჩემი წილი ქონებიდან ვაჩუქე მათ, ბორჯომში. როდესაც ელდარმა ეს გაიგო, მისთვის ერთგვარი აგრესიის საფუძველი გახდა.

დიახ, ელდარ კურტანიძის შვილები არიან სოციალურად დაუცველები.

არ შეიძლება არ ვახსენო ერთი ფაქტი, როდესაც მათმა დედამ, ქალბატონმა ქეთევანმა სასოწარკვეთისგან მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას და დახმარება სთხოვა. მიმართვის დღიდან მეოთხე დღეს კომისია მოვიდა, ადგილზე ნახეს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი და რეალური ნაბიჯები გადაიდგა. მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები, 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან. რამდენადაც ვიცი, კომისიის წევრებიც გაოგნებულები დარჩნენ, რომ გაიგეს ვისი შვილები იყვნენ“, - აღნიშნა ხათუნა მიქაცაძემ.

იხილეთ ასევე: