რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"29 ივლისს, მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაშავდა“, - ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებაში.
ასევე, უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებით, „თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“.