ავტორი:

კეტი პერი და ჯასტინ ტრიუდო რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს - ტაბლოიდები მათ შესაძლო რომანზე ალაპარაკდნენ: რა გადაიღო კამერამ?

კეტი პერი და ჯასტინ ტრიუდო რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს - ტაბლოიდები მათ შესაძლო რომანზე ალაპარაკდნენ: რა გადაიღო კამერამ?

კეტი პერი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს - ტაბლოიდები მათ შესაძლო რომანზე ალაპარაკდნენ: რა გადაიღო კამერამ?

ტაბლოიდები მომღერალ კეტი პერისა და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს შესაძლო რომანზე ალაპარაკდნენ.

პრესაში ვრცელდება 28 ივლისს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს რომ ისინი მონრეალის ერთ-ერთ რესტორანში ერთმანეთს შეხვდნენ. მათი ერთობლივი ფოტოები კი ინტერნეტში მალევე გავრცელდა.

TMZ-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ პოპვარსკვლავი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რესტორან Le Violon-ს საღამოს საათებში სტუმრობდნენ, მათ ერთად ისადილეს.

“როგორც ჩანს, კეტი დაინტერესებული იყო ტრუდოს საუბრით. ერთ-ერთმა მოწმემ გვითხრა, რომ ისინი კოქტეილებს წრუპავდნენ და კერძებს მიირთმევდნენ.

მათთან ერთად იყო დაცვაც. ისინი ბართან ზურგშექცევით ისხდნენ.

ერთ მომენტში შეფ-მზარეული მათთან მისასალმებლად მივიდა... ვახშმის შემდეგ კი კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო სამზარეულოსკენ გაემართნენ, რათა პერსონალისთვის მადლობა პირადადა გადაეხადათ,“ - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ კეტი თავისი ტურნეს ფარგლებში კანადაში მოგზაურობს...

კეტი პერის და ორლანდო ბლუმის დაშორების შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა People-მა ერთი თვის წინ დაადასტურა. ჯასტინ ტრუდო კი ცოლს 18-წლიანი ქორწინების შემდეგ 2023 წელს დაშორდა.

რაც შეეხება ტრუდოს პოლიტიკურ კარიერას, მან კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2025 წლის იანვარში დატოვა.

წყარო