ავტორი:

ავსტრალიაში, მოზარდებისთვის აკრძალული სოციალური მედიის პლატფორმების სიას YouTube-იც ემატება - რას გულისხმობს კანონპროექტი

ავსტრალიაში, მოზარდებისთვის აკრძალული სოციალური მედიის პლატფორმების სიას YouTube-იც ემატება - რას გულისხმობს კანონპროექტი

ავსტრალია 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გარკვეულ აპლიკაციებს კრძალავს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეიზღუდებოდა TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, X-ი და Snapchat-ი.

  • მედიის ინფორმაციით, სიას YouTube-იც დაემატა. შეზღუდვა მიმდინარე წლის დეკემბერში ამოქმედდება.

აკრძალვის თანახმად, მოზარდებს კვლავ შეეძლებათ YouTube-ზე ვიდეოების ყურება, მაგრამ მათ არ ექნებათ ანგარიშის ქონის უფლება, რომელიც აუცილებელია კონტენტის ატვირთვისთვის ან პლატფორმაზე ურთიერთქმედებისთვის.

Google-ის საკუთრებაში არსებული YouTube ამტკიცებს, რომ ის არ უნდა დაიბლოკოს ბავშვებისთვის, რადგან პლატფორმა „ახალგაზრდა ავსტრალიელებს სასარგებლო და ღირებულ ფუნქციებს სთავაზობს“.

„ეს არ არის სოციალური ქსელი“, - ნათქვამია კომპანიის ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

  • მსოფლიო ლიდერები დიდი ინტერესით აკვირდებიან ავსტრალიის კანონებს. მსგავსი შეზღუდვის შესახებ ნორვეგიამაც გამოაცხადა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ გეგმავს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

„სოციალური მედია ჩვენს შვილებს სოციალურ ზიანს აყენებს და მინდა, ავსტრალიელმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.

აკრძალვის თანახმად, ასაკობრივი შეზღუდვების დარღვევისთვის ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლოა 50 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (32.5 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისროთ. მათ მოეთხოვებათ არსებული ანგარიშების დეაქტივაცია და ახლის შექმნის თავიდან აცილება, ასევე ნებისმიერი შემოვლითი გზის გამოყენების შეწყვეტა და შეცდომების გამოსწორება.

წყარო