როგორც წესი, წლის ამ დროს იონიის კუნძულებს თითქმის სამი მილიონი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, ერთ კვირაზე მეტია, ბარებსა და ტავერნებში, განსაკუთრებით ულამაზეს კეფალონიაზე სხვა თემას განიხილავენ - როგორც ამბობენ, პრინცი უილიამი იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისვენებს.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ უელსის პრინცი, პრინცესა და მათი შვილები - 12 წლის ჯორჯი, 10 წლის შარლოტა და 7 წლის ლუი - კუნძულზე კერძო „ლირ ჯეტით“ 16 ივლისს ჩავიდნენ. სხვები ამტკიცებდნენ, რომ მათთან ერთად ქეითის მშობლები, კეროლ და მაიკლ მიდლტონებიც არიან.
19 ივლისს ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სარგებლობდნენ პრინცი და პრინცესა, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის გამოჩენილი წევრის შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის გულუხვობით - მისი 340 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მეგა-იახტა „ოპერა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კერძო გემად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულმა მედიამ ეს ამბავი უგულებელყო, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგალითად, გაზეთმა „Hindustan Times“-მა გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით : „პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საბერძნეთში ემირატების შეიხის კუთვნილი იახტით ცურავენ“.
ზოგიერთ სტატიაში ნახსენები იყო რესტორნებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამეფო ოჯახი სტუმრობდა.
აგია ეფიმიას ლამაზ სოფელში, “ოპერას“ ტავერნის მიმტანის თქმით, მან დაინახა სამეფო ოჯახი, რომლებიც ნავსადგურში ნავით წაიყვანეს.
“მათ დაახლოებით 12 შავი მანქანა ელოდა. შემდეგ მელისანის გამოქვაბულში წაიყვანეს, რომელიც იმ დღეს მხოლოდ მათთვის იყო დაკეტილი,“ - ამბობს ის, თუმცა აღნიშნავს რომ პრინცი უილიამი და ქეითი პირადად არ დაუნახავს.
“იახტიდან დაახლოებით 30 მეტრის (100 ფუტის) დაშორებით ვიყავი, როდესაც ისინი დავინახე. ქეითი ზედა სართულზე შარლოტთან და ლუისთან ერთად იდგა. მას მუქი კაბა ეცვა. მათ გვერდით ხანში შესული ქალბატონი იჯდა, შესაძლოა, ქეითის დედა, მაგრამ კარგად ვერ დავინახე.
სინამდვილეში, აღელვებისგან ავკანკალდი. შოკირებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
იხილეთ ასევე: