63 წლის “ოლივუდის“ ვარსკვლავი ტომ კრუზი, მის 37 წლის “ახალ სიყვარულთან“, ანა დე არმასთან ერთად შენიშნეს. წყვილი ვერმონტში, ხელჩაკიდებული სეირნობდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას წყვილი Oasis-ის კონცერტს ერთად დაესწრო. ისინი კრუზის ვერტმფრენით, ერთად ჩაფრინდნენ ლონდონში და საღამო უემბლის სტადიონზე გაატარეს. მათი ვიდეო დიჯეი გოლდიმ "ინსტაგრამზეც" კი გამოაქვეყნა.


მრავალი სპეკულაციების შემდეგ, როგორც ჩანს მათ საბოლოოდ დაადასტურეს, რომ წყვილი არიან. მათ მჭიდროდ ჰქონდათ ხელი ჩაკიდებული და ვუდსტოკის სოფელში, ხეებით გაფორმებულ ტროტუარზე რამდენიმე მეგობართან ერთად სეირნობდნენ.
ტომს მუქი ფერის ჯინსები მოერგო და ბეისბოლის ქუდი ეხურა.
ანა კი ელეგანტურად გამოიყურებოდა უბრალო თეთრ მაისურში, რომელიც მოდურ შავ შარვალთან ერთად ეცვა.
"ტომი ანას საჩუქრებით ავსებს. ეს მისი სტილია, ის ყურადღებიანია. ჯერ მისი საყვარელი ყვავილებით დაიწყო, შემდეგ კი იმ წიგნებით, რომელთა წაკითხვაც, მისი აზრით, ანას მოუნდებოდა“, - ამბობს ინსაიდერი.
ურთიერთობასთან დაკავშირებით წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ანამ, რომელიც ადრე კუბის პრეზიდენტის გერს, მანუელ ანიდო კუესტას ხვდებოდა, გაზაფხულზე აღნიშნა, რომ ის და კრუზი ერთად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ.
იხილეთ ასევე: