ავტორი:

ნიდერლანდებში ბაქტერიოფაგის კლინიკის ოფიციალური პარტნიორის ოფისი გაიხსნა

ნიდერლანდებში ბაქტერიოფაგის კლინიკის ოფიციალური პარტნიორის ოფისი გაიხსნა

ნიდერლანდებში, ქალაქ ვრომსჰოპში ბაქტერიოფაგის კლინიკის პირველი პარტნიორული ოფისი ოფიციალურად გაიხსნა.

აღნიშნული ოფისი კლინიკის პარტნიორ კომპანია LB Fagen-ის ინიციატივით და მხარდაჭერით გაიხსნა და მიზნად ისახავს ფაგოთერაპიით დაინტერესებული პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი, პროფესიული გარემოს შექმნას.

ღონისძიება საზეიმო ფორმატში გაიმართა და მას ესწრებოდნენ სტუმრები: ფაგოთერაპიით დაინტერესებული ადამიანები, პაციენტები და მედიის წარმომადგენლები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ფაგოთერაპიას და მისი მკურნალობის მეთოდებს.

ოფისის გახსნას ესწრებოდა „ბაქტერიოფაგის კლინიკის“ პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა აბესაძე, რომელმაც სტუმრებს დეტალურად გააცნო კლინიკის სერვისები და მკურნალობის პროცესი.

„14 ივნისს დავესწარი ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორის, ლიდია რულოვსის ღია კარის დღეს. ეს არის ოფისი ვრომსჰოპში, სადაც პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პირველადი კონსულტაციები, სადაც მიიღებენ ინფორმაციას ფაგოთერაპიასა და კლინიკასთან ურთიერთობის შესახებ.

საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა დღემ, მქონდა პატივი მესაუბრა არაერთ პაციენტთან თავიანთი დაავადებების შესახებ და გამეცა რეკომენდაციები შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლანდიიდან დიდი ინტერესი არის ფაგოთერაპიის და კონკრეტულად ჩვენი ცენტრის მიმართულებით. დავინახეთ საჭიროება ასეთი ღია კარის დღეების ჩატარების და სამომავლოდაც დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები, სადაც პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ ჰქონდეთ კომუნიკაცია მკურნალობის და სერვისის პროვაიდერებთან.“

მისი კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბევრი სტუმარი დაინტერესდა ფაგოთერაპიით და საქართველოში გამოიგზავნა რამდენიმე ათეული ნიმუში.

ამ ეტაპზე, მკურნალობის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ოფისის გახსნის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე.

კომპანიის დირექტორი, დავით სტურუა ასეთ პროგრესს ისტორიულს უწოდებს:

„მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ფაგოთერაპია ესაჭიროებათ.

ნიდერლანდებში ოფიციალური პარტნიორული ოფისის გახსნა ფაგოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს უდებს საფუძველს ევროპაში. ჩვენთვის ეს ნიშნავს მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებას, უფრო მჭიდრო ურთიერთობას პაციენტებთან და იმ მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფაგოთერაპიის საერთაშორისო ინტეგრაციისა და აღიარების პროცესში.“

ოფისი ემსახურება როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ ფაგოთერაპიით დაინტერესებულ პაციენტებს. ადგილზე შესაძლებელია ანალიზების დაგეგმვა, ნიმუშების გაგზავნა და თერაპიული პროცესის მუდმივი მხარდაჭერა.

სიახლე ფაგოთერაპიის როგორც ინოვაციური და პერსონალიზებული მედიცინის მეთოდის ახალ, ევროპულ ეტაპზე გადასვლას მიანიშნებს.

თანამედროვე რეალობაში, სადაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოების ინფორმირება. სასიცოცხლოდ საჭიროა, რომ მეტი ადამიანი და მეტი ქვეყანა იყოს ინფორმირებული, რომ არსებობს ალტერნატივა. ეფექტური და პერსონალიზებული ფაგოთერაპია, რომელიც მრავალი პაციენტისთვის რეალურ იმედად იქცა.

R