ავტორი:

"4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია, ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი პროტესტი" - ლევან ხაბეიშვილი

"4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია, ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი პროტესტი" - ლევან ხაბეიშვილი

4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია“! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც "არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვება შესაძლებელია.

"და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე - არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი "დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -"არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!

ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

იქნება თუ არა რთული? - დიახ იქნება!

არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? - ცხადია არის!

ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.