მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი... წაიკითხეთ ვრცლად