ავტორი:

"მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი - კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების "ფურცელიც“ გამოუწერეს" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი

"მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი - კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების "ფურცელიც“ გამოუწერეს" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი

"მამუკა მდინარაძის პირველი ღია მარცხი – კალაძემ შიდა ბრძოლა მოიგო, პარტიამ "ფურცელიც“ გამოუწერა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ხაბეიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ შიგნით შიდა დაპირისპირებაში თბილისის მერმა კახა კალაძემ გამარჯვება მოიპოვა, ხოლო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ – მარცხი.

"მამუკა მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი - კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების "ფურცელიც“ გამოუწერეს. იმდენად ჩამოშლილია ივანიშვილის პარტია, რომ ახლა კალაძის "დაქნევა“ საბოლოო ჩამოშლას ნიშნავდა, ამიტომ "აირტყა“ მდინარაძემ“,- წერს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით და კითხვებს სვამს გამოძიების მიმდინარეობაზე:

"რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღის ვიდეოები გასაჯაროვდა?!

3 კვირაზე მეტი სჭირდება ვიდეოს მონტაჟს?! რიჟვაძის ვიდეოზე რა ხდება?!

ლაშა ცანავას ვიდეო რომ შემოგვთავაზეთ - მკვლელობაზე მნიშვნელოვანია?!” - წერს ხაბეიშვილი.