ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 4 წლის ლაზარე თოლორაია ტრაგიკულად დაიღუპა.
ლაზარე არავის დაუნახავს.
როცა სახლში წყალი მოუშვიათ, დაბალი წნევით მოდიოდა და მიხვდნენ, აუზში იყო წყალი გაშვებული. როდესაც გავიდნენ, ბავშვი აღმოაჩინეს აუზში. მაშინვე რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეანიმატოლოგი დიდხანს ცდილობდა მისი გულის ამუშავებას და შეძლო კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, ბავშვს ტვინი ჰქონდა გათიშული, ფილტვები კი წყლით სავსე.
ამის შემდეგ ლაზარე ბათუმშიც წაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. ექიმს უთქვამს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ აქვს, გადარჩენის ძალიან დაბალი შანსიაო. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ლაზარე, არ ვიცი, როგორ გადაიტანენ მისი მშობლები ამ ამბავს. ყველანი დათრგუნულები ვართ", - ამბობს Ambebi.ge-სთან გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
Ambebi.ge უსამძიმრებს ლაზარეს ოჯახს.