ავტორი:

"მგელს პირში ვუვარდები და აქეთ "ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!" - ლევან ხაბეიშვილი

"მგელს პირში ვუვარდები და აქეთ "ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!" - ლევან ხაბეიშვილი

"ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: "4 რიცხვი არ "დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, - რა გინდათ?! რას ეწვალებით?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს.

  • ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს "ცეცხლს უხსნის“, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაშინვე მასზე თავდასხმები იწყება.

"ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ "ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: “4 რიცხვი არ "დავკიდოთ", ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია"...

ჩემი აზრით გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ "ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?! კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ... ძალა ხალხში”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.