ავტორი:

რა ბედი ეწია რუსეთის ატომურ წყალქვეშა ბაზას მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ - "ნავების შეჯახებას შეეძლო სერიოზული პრობლემები გამოეწვია"

რა ბედი ეწია რუსეთის ატომურ წყალქვეშა ბაზას მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ - "ნავების შეჯახებას შეეძლო სერიოზული პრობლემები გამოეწვია"

გუშინ დილით, რუსეთის აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მოვლენამ სერიოზული კითხვები გააჩინა რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ეპიცენტრთან საგანგაშოდ ახლოს მდებარეობს.

მიწისძვრა ავაჩას ყურიდან სულ რაღაც 75 მილის დაშორებით მოხდა. იქ მდებარეობს რუსეთის საზღვაო ძალების ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ბირთვული ობიექტი - მათ შორის ბორეის და დელტას ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავები.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები და საერთაშორისო დამკვირვებლები შეშფოთებას გამოთქვამენ.

“არ მაქვს ინფორმაცია კამჩატკაში რუსეთის საზღვაო ძალების საზღვაო ბაზების კრიტიკული დაზიანების შესახებ. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. აღნიშნული ბაზები მტრის მიერ ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობის გათვალისწინებით აშენდა“, - განაცხადა პენსიაზე გასულმა რუსეთის საზღვაო ძალების ოფიცერმა, რომელიც X-ზე მეტსახელით @Capt_Navy-ით არის ცნობილი.

ავაჩას ყურეში მდებარე “რიბაჩის“ წყალქვეშა ბაზაზე განთავსებულია რუსეთის თანამედროვე ბორეის და ბორეის A კლასის ბირთვული ბალისტიკური რაკეტების მქონე წყალქვეშა ნავების უმეტესობა. ეს მოსკოვის სტრატეგიული შემაკავებელი ძალის ხერხემალს წარმოადგენს.

ბაზაზე ასევე რჩება ძველი, "დელტა III" კლასის წყალქვეშა ნავი "რიაზანი“ (K-44), თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გაურკვეველია.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ონლაინ გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ კამჩატკაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა.

მოგვიანებით კი ამოიფრქვა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, რამაც გაამწვავა განადგურების შიში.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა ათეულ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, ჩილეში, პერუსა და შეერთებულ შტატებში, ხოლო ჰავაიზე 5 ფუტზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.

სამხედრო ანალიტიკოსები ამჟამად შეზღუდული თანამგზავრული ფოტოებისა და ურთიერთგამომრიცხავი ცნობების შესწავლას ახორციელებენ, რათა დაადგინონ, რომელი წყალქვეშა ნავები იმყოფებოდნენ მიწისძვრის დროს ავაჩას ყურეში.

  • ბორეის კლასის ბირთვული ფლოტის გარდა, ბაზაზე განთავსებულია „იასენ-მ“ და „ოსკარის“ კლასის ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავები (SSGN).

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ნავი - K-329 „ბელგოროდი“, შესაძლოა მალე ავაჩას ყურეში განთავსდეს. წყალქვეშა ნავი, „პოსეიდონის“ ბირთვული ტორპედოებით არის შეიარაღებული, ის წყალქვეშა სადაზვერვო მისიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცუნამის შემდეგ, წყალქვეშა ნავების შეჯახებას შეეძლო სერიოზული პრობლემები გამოეწვია.

წყარო

იხილეთ ასევე: