მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული კრება დაიგეგმა.
"ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომ, მივმართავ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე!“,-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.