ავტორი:

როდემდე შენარჩუნდება ცხელი ამინდები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

როდემდე შენარჩუნდება ცხელი ამინდები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.