ავტორი:

კიმ ჩენ ინის და აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები შესაძლებელია - რა პირობას უყენებს ის ტრამპს?

კიმ ჩენ ინის და აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები შესაძლებელია - რა პირობას უყენებს ის ტრამპს?

ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ახალი მოლაპარაკებები მაშინ იქნება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი დენუკლეარიზაციის (დენუკლეარიზაცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულ შეწყვეტას) მოთხოვნას შეწყვეტს - ამის შესახებ ჩრ. კორეის ლიდერის დამ განაცხადა.

კიმ იო ჩენგის თქმით, მისი ძმისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურთიერთობა "ცუდი არ არის", თუმცა ფხენიანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. ვაშინგტონთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები დამოკიდებული იქნება აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარებაზე, რაც ისტორიულად ვაშინგტონისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

"ნებისმიერი მცდელობა, უარყოს ჩრდილოეთ კორეის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია... კატეგორიულად უარყოფილი იქნება“, - განაცხადა მან.

ექსპერტები ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლების იმედს ნაკლებად ხედავენ.

"ძნელია ველოდოთ, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ დენუკლეარიზაციის პოლიტიკას შეწყვეტს, რადგან ამას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი და ნეგატიური შედეგები მოჰყვება“, - განუცხადა CNN-ს სეულის ევჰას ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორმა, ლეიფ-ერიკ იზლიმ.

"არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპმა მიიღოს თამამი გადაწყვეტილება და მიაღწიოს წარმატებას საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, თუმცა აშშ-ს არ შეუძლია უგულებელყოს სამხრეთ კორეისა და იაპონიის რეაქცია“.

  • სამხრეთი კვლავ "მტერია"

ცოტა ხნის წინ, კიმ ჩენ ინმა გამორიცხა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ნებისმიერი შემსუბუქება და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა კვლავ ჩრდილოეთის "მტრად“ რჩება.

ორშაბათს, სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობებზე გაკეთებულ პირველ ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ სეული გააგრძელებს ფხენიანთან თანამშრომლობის გზების ძიებას.

გაერთიანების სამინისტროს პრესსპიკერმა, კუ ბიონგ-სამმა აღნიშნა, რომ კიმის კომენტარები, მის წინა განცხადებებთან შედარებით, განსაკუთრებით მტრული ან დამცინავი არ ყოფილა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: