პედიატრი ლალი ჯანაშია საქართველოში არსებულად მაღალი ტემპერატურის გამო, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს. მედიკოსი განსაკუთრებით აფრთხილებს მოხუცებს, ბავშვებს და გარკვეული დაავადების მქონე ადამიანებს.
“მოგესალმებით და მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით!
გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან!
არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49° C მდე!
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან! ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს!
გარეთ არ უნდა იყვნენ:
ყველაზე მძიმე გართულებები:
არ შეიძინოთ ბურღულეული და მალფუჭებადი პროდუქტები ღია სივრცეებში, რომელშიც არ არის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა! მაცივარში ულუფებად დაფასოებული პროდუქტები შეინახეთ! დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ დარჩენილი ხორცპროდუქტების საყინულეში ჩაბრუნება!
თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში.
სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს პედიატრი.
იხილეთ ასევე: