ავტორი:

აშშ-ში, ქარხანაში სადაც ოდესღაც ბირთვულ ბომბებს ამზადებდნენ, კრაზანების რადიოაქტიური ბუდე აღმოაჩინეს

აშშ-ში, ქარხანაში სადაც ოდესღაც ბირთვულ ბომბებს ამზადებდნენ, კრაზანების რადიოაქტიური ბუდე აღმოაჩინეს

სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხნის მუშებმა, სადაც ოდესღაც აშშ-ის ბირთვული ბომბების ძირითადი ნაწილები იწარმოებოდა, ბზიკების რადიოაქტიური ბუდე აღმოაჩინეს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ეს ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, მუშებმა, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ რადიაციის დონეს სავანას მდინარის ტერიტორიაზე, კრაზანის ბუდე 3 ივლისს აღმოაჩინეს. ის თხევადი ბირთვული ნარჩენების შესანახი ავზების მახლობლად იყო.

  • ჩინოვნიკების თქმით, ბუდეში რადიაციის დონე ფედერალურ სტანდარტებზე 10-ჯერ მაღალი იყო.

მუშებმა ბუდე მოაშორეს და რადიოაქტიური ნარჩენების სახით გადააგდეს. ოფიციალური პირების თქმით, მასში კრაზანები არ ცხოვრობდნენ.

დამკვირვებელმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში არასრულია, რადგან მასში არ არის მითითებული, არსებობს თუ არა შანსი, რომ სადმე კიდევ ერთი რადიოაქტიური ბუდე იყოს ან შეხებიან თუ არა მას ბზიკები.

  • ობიექტი 1950-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა, ბირთვული ბომბების დასამზადებლად საჭირო პლუტონიუმის წარმოებისთვის.

Savannah River Mission Completion-ის თანახმად, ობიექტმა წარმოშვა 165 მილიონ გალონზე (625 მილიონი ლიტრი) მეტი თხევადი ბირთვული ნარჩენები, რომელიც აორთქლების შედეგად დაახლოებით 34 მილიონ გალონამდე (129 მილიონი ლიტრი) შემცირდა.

43 მიწისქვეშა საცავი კვლავ ფუნქციონირებს, ხოლო 8 დაიხურა.

წყარო

იხილეთ ასევე: