რუსეთი ბელარუსის უსაფრთხოების გარანტია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებით ვაშინგტონსა და მინსკს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაჩნდა.
„თქვენ იცით ტრამპის პრინციპი: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. შესაძლოა, ეს უკეთესია, ვიდრე „ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“, რომელიც ბაიდენის დროს იყოს. ამერიკელებთან ბოლო შეხვედრებმა აჩვენა, რომ ისინი მოსმენისთვის მზად არიან. ტრამპის დაბრუნებამ ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა შექმნა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.