ავტორი:

სამ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირული სამხედრო გემი იპოვეს - რა აღმოჩნდა ბორტზე?

სამ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირული სამხედრო გემი იპოვეს - რა აღმოჩნდა ბორტზე?

ბრიტანული სამხედრო ხომალდი HMS Northumberland 1679 წელს აშენდა. 1703 წელს კი დიდი შტორმის მსხვერპლი გახდა და ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. ახლა, სამ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, „ნორთამბერლენდი" კენტის სანაპიროსთან გამოჩნდა.

„Historic England“-ის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გემის კორპუსის ნაშთები გაცილებით კარგადაა შემონახული, ვიდრე აქამდე ეგონათ, რაც „Northumberland“-ს დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ხის საბრძოლო გემად აქცევს. ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ სხვა არტეფაქტებს შორისაა სპილენძის ქვაბები, შვიდი რკინის ქვემეხი და ხის ქვემეხის ვაგონის ნაწილი.

„ნორთამბერლენდი" პირველად 1980 წელს აღმოაჩინეს გუდვინის სენდსში, აღმოსავლეთ კენტში. ისტორიული ინგლისის საზღვაო არქეოლოგმა, ჰეფინ მირამ, განაცხადა, რომ ეს ტერიტორია „შესანიშნავია ასეთი მასალის შესანარჩუნებლად“.

"ქვიშამ გემი ნამდვილად კარგ მდგომარეობაში შემოგვინახა. მაგალითად, ეს თოკი ისეთივე ახალია, როგორც გემის გასვლის დღეს იყო. ასევე გვაქვს ძალიან კარგად შემონახული კასრები და მსგავსი ნივთები - ამ ეტაპზე არ ვიცით, რა არის მათში“.

ამ ეტაპზე, ხარჯების გამო, ნორთამბერლენდის აღდგენის გეგმები არ არსებობს.

წყარო