ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონის მხარდაჭერისთვის უკრაინელ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ საზოგადოებრივ აზრს მოუსმინოს“.
"უკრაინა დემოკრატიაა - ეს ეჭვგარეშეა. ასევე, ოფიციალური პირები უკრაინის პარტნიორებს ამ კანონის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა.