იმედია, ეროვნული ბანკი შეჩერდება ამ 750 ათას ლარიან ლიმიტზე და კიდევ არ გაზრდის მას,“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსგავსი მოკლევადიანი ზრდა პოზიტიურად არ აისახება.
"დოლარიზაციას თავისი "შლეიფი“ მოჰყვება - ბოლო მაჩვენებელი 500 ათას ლარიანი ლიმიტი იყო, ხვალიდან კი 750 ათას ლარზე აიწევა. ჩვენ გავაკეთეთ შედარება, რას ნიშნავს დოლარიზაციის კოეფიციენტი სესხებსა და დეპოზიტებში, პორტფელში რა წილი უკავია უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს. ივნისის მაჩვენებლით 42%-ის ფარგლებში ტრიალებს სესხებთან, დეპოზიტებთან მიმართებაში კი 50%-ს უახლოვდება. დეპოზიტებში შემცირებასთან გვაქვს საქმე, სესხებთან მიმართებაში კი ცოტა უჭირს ქვედა ზღვრისკენ წამოსვლა. ამის მიზეზია ის, რომ სესხებში გვაქვს რამდენიმე პორტფელი: კორპორატიული, მიკროსესხების, საცალო და ა.შ. სხვათა შორის ამ უკანასკნელში დოლარიზაციამ ყველაზე კარგად იმუშავა, დაახლოებით 19%-იან ნიშნულზე ვართ და ეს პორტფელი მალე განილევა... განაგრძეთ კითხვა