ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვა ინდოეთის ოთხმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ შეწყვიტა - Indian Oil Corp-მა, Hindustan Petroleum Corp-მა, Bharat Petroleum Corp-მა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-მა.
ზემოთ ხსენებულმა კომპანიებმა და ინდოეთის ნავთობის ფედერალურმა სამინისტრომ ამ მომენტისთვის გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.